იგორ ნარმანია - „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, ამიტომ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, რას გადაწყვეტს „ლელო“, პირიქით, მოვუწოდებთ, არ შევიდნენ ამ ფარსში

„ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს „ლელო“, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ ფარსში, არ მოიტყუონ თავი, კიდევ ერთხელ არ ჩააგდონ საზოგადოება ნიჰილიზმში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შედის „ამ ფარსში“ და სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლაც იქნება „ძალიან დიდი შეცდომა“.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა ოპოზიციური კოლეგებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ამ ფარსში, ჯერ მაინც არის დრო ამ გადაწყვეტილების მიღებამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა შევიდეს ამ ფარსში ოპოზიციიდან ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა”, ვაგრძელებთ აქტიურ ბოიკოტს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს „ლელო“, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ ფარსში, არ მოიტყუონ თავი, კიდევ ერთხელ არ ჩააგდონ საზოგადოება ნიჰილიზმში. იმ პირობებში, როდესაც არ არის საარჩევნო კოდექსში არანაირი ცვლილება, როდესაც არ არის დაგეგმილი ახალი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც არ არის 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე თავისუფალი და ვხედავთ, რომ ივანიშვილი რეპრესიების შემცირებას კი არ აპირებს, არამედ ყოველდღიურად ზრდის და ახლა ქალების რეპრესიებზე გადავიდა, რადგან ხედავს, რომ ამ პროტესტში ქალების ხმა არის ძალიან მაღალი, ამიტომ ახლა, ჩვენი მხრიდან დათმობებზე წასვლა და ივანიშვილთან საუბარი მარცხის ტოლფასია. ჩვენ არ შევდივართ ამ ფარსში და სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლაც იქნება ძალიან დიდი შეცდომა“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია