დიმიტრი სამხარაძე რომეო მიქაუტაძეზე - ებრძვი შიდა და გარე მტრებს, მშვიდობა გინდა შეინარჩუნო და ამ დროს ვიღაც „ჩინოვნიკუშკამ“ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? - ასე სად არის, კაცო

ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც „ჩინოვნიკუშკამ“ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? ასე სად არის კაცო! - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას, რომელიც, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა.

სამხარაძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მით უმეტეს - პოლიტიკოსი, შესაბამისად, „ვინც ოდესმე რამეშია შემჩნეული, ყველას მოეკითხება“.

„ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც „ჩინოვნიკუშკამ“ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! ყველას მოეკითხება, ვინც კი ოდესმე რამეში არის შემჩნეული, იმედი არ ჰქონდეს არავის, რომ ხელს ვინმე დააფარებს! კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მითუმეტეს პოლიტიკოსი! დღეს საქართველოს მართავს პროფესიონალი და რაც მთავარია, პატიოსანი და სუფთა ხალხი! არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რამე ბინძური მოგვცხოს!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის