პაველ ჰერჩინსკი მათე დევიძეზე - თავად 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ნამდვილად გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ჯოხის ქნევისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან - ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ

საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე მათე დევიძის, სხვა მრავალი დაკავებული აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ უკვე ვისაუბრე. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში, 21 წლის ახალგაზრდა, ეს უბრალოდ ბავშვია. თავად მე 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ნამდვილად გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა ადამიანს, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემები მართლმსაჯულების სისტემასთან, პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის ქნევისთვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ. განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ერთგული მოქალაქეები არიან და ძალიან ვწუხვარ, რომ საუკეთესო ახალგაზრდა და ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობისა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი