„ევროპის უნივერსიტეტში“ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია - „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ მიმდინარეობს

„ევროპის უნივერსიტეტში“ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია „მტკიცებულებიდან­ პრაქტიკამდე“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.

„რიგით მეორე კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის ასობით ექიმი მონაწილეობს. ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლები და პროფესორები კონკრეტული შემთხვევების შესახებ საუბრობენ.

კონფერენციის მიზანი დარგის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაა.

კონფერენციას ესწრებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს