ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით - უნდა ვუპასუხოთ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, „ომის წამქეზებელი“ თეთრი სახლი „სრულად იქნება პასუხისმგებელი“ მისი ქმედებების შედეგებზე.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა უმკაცრესად გმობს შეერთებული შტატების სასტიკ სამხედრო აგრესიას ირანის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღმაშფოთებელი, მძიმე და უპრეცედენტო დარღვევა. ვაშინგტონის ომის წამქეზებელი და უკანონო ადმინისტრაცია სრულად არის პასუხისმგებელი თავისი აგრესიის აქტის სახიფათო შედეგებსა და შორსმიმავალ გავლენაზე“, - განაცხადა აბას არაღჩიმ კვირას სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანი აგრძელებს თავის დაცვას ყველა საჭირო საშუალებით არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო აგრესიისგან, არამედ „ისრაელის რეჟიმის უგუნური და უკანონო ქმედებებისგანაც“.

არაღჩის თქმით, არ იცის, რამდენად დარჩა დიპლომატიისთვის ადგილი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა.

„მათ ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთეს ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის უფლების საფუძველზე“, - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, დაუკავშირდა რეგიონის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრს და „თითქმის ყველა მათგანი ძალიან შეშფოთებულია და დაინტერესებულია ისრაელის აგრესიის შეჩერებაში როლის შესრულებით“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს