რუსეთის საგარეო უწყება ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებზე - სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს

ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ გაავრცელა.

„სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებით და ბომბებით დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების მტკიცებით, მოსკოვი მხარეებს ახლო აღმოსავლეთში აგრესიის დასრულებისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დაბრუნების პირობების შესაქმნელად ძალისხმევის გაზრდისკენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება