პიტ ჰეგსეთი - ირანის ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ - ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო, რომელმაც ქვეყნის ბირთვული პროგრამა გაანადგურა.

ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზუსტი დარტყმები კონცენტრირებული, ძლიერი და მკაფიო იყო.

„გუშინ ღამით, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე ზუსტი დარტყმა განახორციელა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ან მისი სერიოზული დეგრადაციის მიზნით. ეს წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო. ჩვენი მთავარსარდლისგან მიღებული ბრძანება იყო მიზანმიმართული, ძლიერი და ნათელი. ჩვენ ირანის ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ. პრეზიდენტ ტრამპის გაბედული ლიდერობისა და ძალის მეშვეობით მშვიდობისადმი მისი ერთგულების წყალობით, ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

მისივე მტკიცებით, ოპერაციის სამიზნე მხოლოდ ირანის ბირთვული ობიექტები იყო და არა ირანელი ჯარისკაცები, ან მშვიდობიანი მოსახლეობა.

„აღსანიშნავია, რომ ოპერაცია არ იყო მიმართული ირანელი ჯარების ან ირანელი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს