აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული - აშშ-მა წყნარი ოკეანის თავზე, „სატყუარას“ სახით, ბომბდამშენები განალაგა

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში, კოდური სახელწოდებით „ოპერაცია შუაღამის ურო“, 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული, - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპერაციის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ოპერაციაც განახორციელა, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის თავზე „სატყუარას“ სახით ბომბდამშენები განალაგა.

დენ კეინის განმარტებით, უპრეცედენტო ოპერაციაში B2 ტიპის შვიდი ბომბდამშენი მონაწილეობდა, რომლებმაც ირანის ორ ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუსა და ნატანზზე, ათზე მეტი მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადი ბომბი ჩამოაგდეს. ისპაჰანში კი Tomahawk-ის რაკეტები გაუშვეს.

ოპერაციაში, საერთო ჯამში, 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული, მათ შორის B2-ები, საწვავის შევსების ტანკერები, სადაზვერვო თვითმფრინავები და გამანადგურებლები.

კეინის თქმით, ეს მისია მისურის ბაზიდან განხორციელდა და 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ B2-ის ყველაზე ხანგრძლივი მისია იყო.

ამასთან, დენ კეინის განმარტებით, ირანისთვის მიყენებული ზიანის სრულად შეფასებას გარკვეული დრო დასჭირდება.

„ბრძოლით მიყენებული საბოლოო ზარალის დადგენას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ბრძოლის ზარალის საწყისი შეფასება მიუთითებს, რომ სამივე ობიექტმა უკიდურესად მძიმე დაზიანება და ნგრევა განიცადა“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

მისი თქმით, აშშ-ის ძალები მაღალ მზადყოფნაში რჩებიან და „ირანის ნებისმიერ საპასუხო ქმედებაზე რეაგირებისთვის“ სრულ მზადყოფნაში არიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს