ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს დარტყმების შემდეგ.

"ფორდოუს ობიექტზე - ირანის ურანის 60%-მდე გამდიდრების მთავარ ადგილას - კრატერები ჩანს, რაც მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე. ეს შეესაბამება შეერთებული შტატების განცხადებებს“, - განაცხადა გროსიმ და დასძინა, რომ ამ დროისთვის არავის, მათ შორის IAEA-ს, არ შეუძლია „შეაფასოს ფორდოუს მიწისქვეშა დაზიანება“.

რაც შეეხება ისპაჰანს, მისი თქმით, ღამის განმავლობაში დაზიანდა დამატებითი შენობები, აშშ-მ დაადასტურა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება. დაზიანებულ შენობებს შორისაა ურანის გადამუშავების პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი შენობა". მისივე ინფორმაციით, როგორც ჩანს, დაზიანდა გამდიდრებული მასალის შესანახად გამოყენებული გვირაბების შესასვლელები“.

ნათანზზე კი, გროსის ცნობით," საწვავის ქარხანა კვლავ დაზიანდა, აშშ-მ დაადასტურა, რომ მან მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალა გამოიყენა“.

მისი თქმით, ირანმა აცნობა, რომ სამ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.

გროსიმ დასძინა, რომ ორშაბათს ვენაში სააგენტოს მმართველთა საბჭოს სპეციალური სხდომა მოიწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება