დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება.

„მათ განიხილეს შეერთებული შტატების მიერ საფრთხის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება“, - აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.

ამასთან, ტრამპმა და სტარმერმა განიხილეს „ირანის მიერ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე დაბრუნების და ხანგრძლივი შეთანხმების მისაღწევად პროგრესის აუცილებლობა“.

ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მომდევნო დღეებში „მჭიდრო კონტაქტს“ გააგრძელებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს