გურამ მაჭარაშვილი - გახარია საქართველოში იყო, როცა უწყება ჩაიბარა და ამის შემდეგ მოიგონა, რომ მსოფლიო პოლიტიკა ვერ წყდება მის გარეშე - 5 დღეა წასულია და რა შეხვედრები აქვს ამისთანა, სულ იქ ხომ არ დარჩება?!

5 დღეა, გახარია წასულია და რა შეხვედრები აქვს ამისთანა?! - სულ იქ ხომ არ დარჩება?! გვითხრას როდის ჩამოდის და მობრძანდეს კომისიაზე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გახარია საქართველოში იმყოფებოდა, როდესაც კომისიის სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებული უწყება ჩაბარდა, დაადასტურა და „ამის შემდეგ მოიგონა, რომ მის გარეშე მსოფლიო პოლიტიკა ვერ წყდება“.

მაჭარაშვილის თქმით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობა, პირი უნდა გამოიკითხოს ფიზიკურად და არა დისტანციურად.

„მან კარგად იცოდა, რომ კომისიის სხდომა ჩანიშნული იყო. ის საქართველოში იყო, როცა ეს უწყება ჩაიბარა, დაადასტურა და ამის შემდეგ მოიგონა, რომ მსოფლიო პოლიტიკა ვერ წყდება გახარიას გარეშე და უცხოეთში არა 2-3 დღიანი, არამედ რამდენიმე კვირიანი შეხვედრები ჰქონია თურმე. წესების შესაბამისად, გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, როდესაც კომისია ჩათვლის საჭიროდ, რომ შეიძლება ჩართვით ადამიანი გამოიკითხოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს. ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჩორჩანას საკითხი, სადაც მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ პირი უნდა გამოიკითხოს ფიზიკურად, რომელიც მობრძანდება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და მან მზაობა გამოთქვა, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას დისტანციურად გაესაუბროს. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და „დაჟინებით ითხოვს“ 23 ივნისს, სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას. პარტიის შეფასებით, ამას „არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა“, თუ საგამოძიებო კომისია „რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს