GCCA-ის გადაწყვეტილებით, „აიფონ ჯორჯიას“ შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, სააგენტოს ცნობით, GCCA-ის მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით დადგინდა, რომ:

„მოვაჭრე ყიდის პროდუქციას, რომელიც ვიზუალურად და შეფუთვით Apple Inc.-ის ორიგინალურ პროდუქციას ჰგავს, თუმცა არ არის Apple-ის ნაწარმი, რაც მომხმარებლებს ნივთის შეძენისას არ განემარტება. აღნიშნული ქმედება მაღალი ალბათობით ქმნის მომხმარებელთა ჯგუფის შეცდომაში შეყვანის საფრთხეს, რადგან მომხმარებელი ვერ იღებს სწორ ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობის შესახებ;

ასევე, საგარანტიო დოკუმენტაციაში, საქონლის ბრენდისა და დასახელების გრაფაში ფიქსირდება სიტყვა "Apple", თუმცა მოვაჭრის განმარტებით, ის კომპანია Apple Inc.-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქციით არ ვაჭრობს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კომერციული საქმიანობა წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. მოვაჭრის შესაბამისი ქცევა შესაძლოა იწვევდეს ან სამომავლოდ გამოიწვიოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, მოტყუება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქონლის მომსახურების შეძენამდე, ინფორმირებული არჩევანის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებაა - შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია - სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად. აღნიშნული უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს