„თავისუფლება მზიას“ - ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ

„თავისუფლება მზიას“, - ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოძიებას სამი ცრუ ბრალდება აქვს წარდგენილი.

შეკრებილები მოითხოვენ მზია ამაღლობელის დროულ გათავისუფლებას. მათ მიაჩნიათ, რომ ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას“, - ისმის შეძახილები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, კოლეგები თბილისიდანაც შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმის გამოკითხვა მოხდება. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, ევროკავშირის ოფისის, ასევე პოლონეთისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს