კახა კალაძე - დედაქალაქში კვლავ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ვიცით, რა პროექტების განხორციელება სჭირდება ქალაქს

მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე და ლამაზი გახდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლებში პრიორიტეტები სწორად დალაგდება, განხორციელდება პროექტები, რაც დედაქალაქს კიდევ უფრო მოწესრიგებულს და ლამაზს გახდის.

„მიუხედავად ბევრი გაკეთებული საქმისა, განხორციელებული პროექტებისა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რა სჭირდება ქალაქს, რა პროექტებია განსახორციელებელი, როგორ უნდა დალაგდეს პრიორიტეტები. მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით, კიდევ უფრო მოწესრიგებული მწვანე, სუფთა და ლამაზი გახდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი