24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, 25-26 ივნისს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ივნისს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 24 ივნისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ხოლო 25-26 ივნისს +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 25-26 ივნისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 24 ივნისს მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24 ივნისს +24, +26, ხოლო 25 და 26 ივნისს +30,+32 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +20, +22, ხოლო 25 და 26 ივნისს +28,+30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +18, +20, ხოლო 25 და 26 ივნისს +26,+28 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 24 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს შიდა ქართლში +24,+26 გრადუსი, 25-26 ივნისს +28+30 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში 24-26 ივნისს +29+31 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25 და 26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს 23, +25, ხოლო 25 და 26 ივნისს +27+29 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 ივნისს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს +16, +18, ხოლო 25 და 26 ივნისს +21+23 გრადუსი იქნება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი