საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ საქველმოქმედო აქცია „4 წლის ელენესთვის“ გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდიაში „მოდინახე“, მოყვარული მსახიობები მაყურებლის წინაშე მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით რეჟისორ გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული სპექტაკლით „უკანასკნელი თოლია“ წარდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო სპექტაკლი 4 წლის ელენე ფარცვანიას დასახმარებლად ჩატარდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუ-ის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“, რეჟისორის გიორგი ჭანტურიას თქმით, მოყვარული მსახიობების მიზანი მხოლოდ ხელოვნება, თეატრი ან წარმოდგენა კი არა, თანაგრძნობის, მზრუნველობისა და სითბოს გამოხატვა იყო, იმ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის მიმართ, რომლის ყველაზე პატარა წევრი, 4 წლის ელენე დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.

„თეატრი ეკუთვნის და უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ეს არის ჩვენი რწმენა, ამიტომ “მოდინახე” ძალიან ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს. ქველმოქმედება ჩვენი უნივერსიტეტის, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მსოფლმხედველობის ნაწილია და სწორედ მისი მხარდაჭერით გავერთიანდით ელენესთვის. ამჯერად თითოეული აპლოდისმენტი, შემოწირულება და გულის ძგერა ელენეს ჯანმრთელობისა და ბედნიერი მომავლისთვისაა. ქველმოქმედება არის ის სითბო, რომელსაც ვგრძნობთ მაშინ, როცა სხვისი ტკივილი ჩვენიც ხდება. ის გვახსენებს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით სამყაროს შეცვლაც კი შეგვიძლია”, - აცხადებს გიორგი ჭანტურია.

ინფორმაციისთვის, „უკანასკნელი თოლია” ერთმოქმედებიანი დრამაა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის დეკემბერში გაიმართა, ხოლო ცოტა ხნის წინ სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მოიპოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს