ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.

პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სერიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.

ღონისძიების განრიგი:

I ნაწილი 18:00 - ღონისძიების გახსნა 18:30 - ბიზნესსაუბრები : „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“ ნიკა ქურდიანი - TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი 18:50 - ბიზნესსაუბრები: „ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე“ გაგა მარგველაშვილი - „თბილღვინოს“ დამფუძნებელი 19:00 - პანელური დისკუსია: „რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?“ გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე 19:50 - ხუთშაბათის შეხვედრები: „სპორტი, როგორც ბიზნესი“ აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, შოთა არველაძე, ბაჩა მალაზონია II ნაწილი 21:30 - დაჯილდოების ცერემონია

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს