ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სასამართლოში, სადაც მათ საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, არ მივლენ - ისინი განაჩენს პარტიის ოფისში დაელოდებიან

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში, სადაც მათ საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, არ მივლენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტიის ოფისში დაელოდებიან.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული, 17:00 საათზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ ცხრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი რვა პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი