საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, 2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის კარგი წელი გამოდგა და სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია

საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის ინფორმაციით, 2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის კარგი წელი გამოდგა და სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია.

ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.

„დინამიკურმა პორტფელმა გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა და წლიურმა ამონაგებმა 13.6% შეადგინა. დაბალანსებული პორტფელი ამავე პერიოდში 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ, სადაც გლობალური აქციების წილი ყველაზე დაბალია, 11.6% შეადგინა, რაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგია“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, 2024 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საპენსიო სააგენტოს ინტეგრაცია მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამაში (RAMP), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააგენტოს სტრატეგიული აქტივების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციებში ინვესტირება.

ჭიჭინაძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 8 363 პირზე გაცემულმა პენსიამ 40 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე