ისრაელი თეირანზე დარტყმებს აგრძელებს, სამიზნეებს შორისაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ევინის ციხე

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანზე დარტყმებს აგრძელებენ და ძირითადად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინაზე არიან ფოკუსირებული.

„ამ დროისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ირანის რეჟიმის რაკეტების გაშვებისა და წარმოების შესაძლებლობების დაზიანებას და შემცირებას“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრისა და ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ევინის ციხის შესასვლელს შეუტიეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნეებს შორისაა: ევინის ციხე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შენობა და გუშაგთა კორპუსის შეიარაღებული ფრთის, „ბასიჯის“ შტაბ-ბინა.

დასავლური მედია წერს, რომ ევინის დაკავების ცენტრში მოქმედი უსაფრთხოების ძალები ცნობილია ადამიანის უფლებების დარღვევის ხანგრძლივი ისტორიით. ევინის ციხეში მყოფ პირებს შორის არიან პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები და მუსიკოსები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს