გია ვოლსკი - კანონს არ უნდა დაუპირისპირდე - ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა, თუ კომისიაზე არ ცხადდები, აშშ-ში კი კიდევ უფრო მკაცრი ზომებია - სამართალი აღსრულებას მოითხოვს და აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია

კანონს არ უნდა დაუპირისპირდე - ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა, თუკი არ ცხადდები კომისიაზე. აშშ-ში კიდევ უფრო მკაცრია ზომები - სამართალი გარკვეული სტრუქტურების მიერ აღსრულებას მოითხოვს და აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის - ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდების განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უცნაურია, პოლიტიკური დევნა დაარქვა გარკვეული კანონის მოთხოვნების შესრულებას.

„კანონს არ უნდა დაუპირისპირდე. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა, თუკი არ ცხადდები კომისიაზე. აშშ-ში კიდევ უფრო მკაცრია ამასთან დაკავშირებით ზომები. უცნაურია, პოლიტიკური დევნა დაარქვა გარკვეული კანონის მოთხოვნების შესრულებას. „ქართული ოცნება“ რომ არ არსებობდეს ხელისუფლების სათავეში, ნებისმიერი ქვეყანა, სამართალდამცავი სტრუქტურები, სასამართლო ვალდებულია, აღასრულოს ის კანონი, რომელიც არსებობს. რეალურად, არც ჩვენ დროს არ ყოფილა ეს კანონი მიღებული. ჩვენ კარგად ვიცით, რა ხდება ევროპაში, რა სასჯელებია აშშ-ში იმისათვის, თუკი ვინმე აცხადებს უარს კომისიაზე და ქვეკომისიაზე გამოცხადებაზე. ასე რომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს საკითხი არის სიახლე ხალხისთვის. სურათი ასეთია: არსებობს ძალიან მძიმე შეკითხვები, თუ როგორ მიმდინარეობდა მმართველობა, როგორ მოხდა ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება, როგორ გაიძარცვა ხალხი, როგორც წაართვეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კონკრეტული ადამიანები კომისიაზე არ მოდიან, რათა ამ მძიმე შეკითხვებს პასუხი არ გასცენ. რასაკვირველია, სამართალი მოითხოვს გარკვეულ აღსრულებას გარკვეული სტრუქტურების მიერ და აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. დღეს, 17:00 საათზე გამოცხადდება განაჩენი ბადრი ჯაფარიძის საქმეზეც.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი