#ვილაპარაკოთგულწრფელად - „სელფი მობაილის“ კამპანია

ქართული მობილური ოპერატორი, „სელფი მობაილი“, რომელიც 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, აპრილში ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარსდგა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პლატფორმის გზავნილია - “ვილაპარაკოთ”, რაც მთლიანად ბრენდის პოზიციონირებასაც განსაზღვრავს. პლატფორმის წარდგენისთანავე, კომპანიამ გადაწყვიტა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე გულწრფელად ელაპარაკა.

„100%-ით ქართული ტელეკომ ოპერატორი ორი წელია რაც „სელფი მობაილის“ სახელით ოპერირებს. 2023 წლის ბოლოს, „სელფიმ“ საქართველოში პირველმა დანერგა 5G და არსებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოებიც დაიწყო. მიმდინარე წლის ბოლომდე „სელფი“ აგრძელებს ქსელის განვითარებას და დეტალურად სამუშაოების თაობაზე ცალკე კომუნიკაციაც ექნება. ქსელის განვითარება შრომატევადი პროცესია და დროსაც მოითხოვს. ამ ეტაპზე, არის ადგილები, სადაც ქსელის დაფარვა ან არ არის, ან გასაუმჯობესებელია. მომხმარებლების სამართლიან გულისწყრომას სწორედ ეს ფაქტი იწვევს. „სელფის“ გუნდში სჯერათ, რომ ბრენდის შენებისას, სწორი მოლოდინების შექმნა მომხმარებელთან კომუნიკაციის აუცილებელი პირობაა. ამიტომაც, ახალი კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეოები მოგვითხრობენ, თუ რატომ უნდა გქონდეს „სელფი“ და რას უნდა მოელოდე კომპანიისგან დღესდღეობით:

„სელფის“ დაპირება საუკეთესო შეთავაზებების თაობაზე აქტუალურია ახლაც და იქნება მომავალშიც, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ, ამ ეტაპზე, მოცემული შეთავაზებებით ყველგან თუ არა, თითქმის ყველგან შეგიძლია ისარგებლო!

რას გულისხმობს საუკეთესო შეთავაზება? კონკურენტულ ფასებს, საუკეთესო ტარიფებსა და ინოვაციურ პროდუქტებს. მაგალითად:

  • Connect & Play პაკეტები, რომლითაც სოციალურ ქსელების გამოყენებისას მეგაბაიტები არ გეხარჯება;
  • 3, 6 და 12 -თვიანი ულიმიტო პაკეტები, ყოველგვარი სიჩქარის ლიმიტების გარეშე;
  • როუმინგი, რომლითაც, გარდა იმისა, რომ კარგი სიჩქარის ინტერნეტი გექნება, ვერსად დაიკარგები, რადგან Google Maps -ზე მეგაბაიტები არ გეხარჯება;
  • ლოიალობის პლატფორმა, რომელიც Vodafone -თან პარტნიორობით შეიქმნა და სხვადასხვა ადგილობრივი თუ გლობალური ბრენდის პროდუქტებზე ფასდაკლებებს გთავაზობს, მხოლოდ იმიტომ,რომ „სელფის“ნომერი გაქვს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს