მზია ამაღლობელი მოსამართლეს - მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ

მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ, - ასე მიმართა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე მოსამართლე, ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელის განცხადებით, მოსამართლე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა აღნიშნა, რომ სინდისის პატიმრებს სოლიდარობას უცხადებს.

„სიმართლე გითხრათ, ფორმალობაა ეს ყველაფერი. სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ყოველდღე ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც მე ამ პატიმრობაში ვარ, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. სიმართლე გითხრათ, სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ, მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში, იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არ მგონია მოსამართლეობა იმიტომ გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ. მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს