პარტია „ფედერალისტები“ - ერთადერთი შანსი, ქვეყანა სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია

ერთადერთი შანსი, ქვეყანა ამ სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტები“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პარტია ყველა „პოლიტპატიმარს“ თავისუფლებას უსურვებს“.

„პარტია „ფედერალისტების“ განცხადება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკასა და ოპონენტების დევნასთან დაკავშირებით: ივანიშვილის რეპრესიების ამოცანა ქართული საზოგადოების დემორალიზება და მისი ნების გატეხვაა. საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკური ოპონენტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ამ მასშტაბის დევნა.

ივანიშვილს ქაოსის, დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის გზა აქვს არჩეული. ერთადერთი შანსი, ქვეყანა ამ სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა