გრიგოლ გეგელია - ეს არის რუსული, ტერორისტული, ბოროტმოქმედი რეჟიმი - ჩვენი პასუხი იქნება მეტი ბრძოლა, მეტი შეტევა

ჩვენი პასუხი იქნება მეტი ბრძოლა, მეტი შეტევა, მეტი ბრძოლის კერის შექმნა და ამ რეჟიმის დასრულება იმიტომ, რომ ეს რეჟიმი და ქართული სახელმწიფო არ არის და ვერ იქნება თავსებადი ერთმანეთთან , - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც კოალიციის ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და ორი წლით თანამდებობის დაკავება შეუზღუდა.

როგორც გეგელიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის შეჩერება სურს.

“დღეს ამ რეჟიმს კიდევ ერთხელ დაერქვა ის სახელი, რაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვიცით - ეს არის რუსული, ტერორისტული, ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელიც ყველა ფორმის თავისუფლებას, ყველა თავისუფალ ადამიანს, ყველა პოლიტიკურ ლიდერს და, ზოგადად, კეთილსინდისიერებასა და პატრიოტიზმს ებრძვის და დევნის.

დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ეროვნული, პროდასავლელი ლიდერი ამ რეჟიმმა პოლიტიკური მოტივირებული საქმით გაგზავნა ციხეში და ამით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ რეჟიმის მიზანი ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური პროცესის სრული და შეჩერება და გადაგვარება.

ჩვენი პასუხი იქნება მეტი ბრძოლა, მეტი შეტევა, მეტი ბრძოლის კერის შექმნა და ამ რეჟიმის დასრულება იმიტომ, რომ ეს რეჟიმი და ქართული სახელმწიფო არ არის და ვერ იქნება თავსებადი ერთმანეთთან”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი