ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს, რადგან საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

როგორც ადვოკატი აცხადებს, არც კომისიის მოთხოვნა იყო კანონიერად გაცემული და მით უმეტეს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯაფარიძეს შესაბამისი წერილი ჩაბარდა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, სამართლებრივი და პროცედურული დარღვევები წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რათა საქმე ევროსასამართლოში გასაჩივრდეს.

„არ არსებობს კომისიის კანონირი მოთხოვნა, ხოლო წერილი ვერ ჩაითვლება კომისიის კანონიერ მოთხოვნად. ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, მით უმეტეს არ არსებობს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ბადრი ჯაფარიძეს ჩაბარდა. დაველოდები არგუმენტაციას თუ რას დაწერს სასამართლო. განსაკუთრებით იმ ნაწილის არგუმენტაცია მაინტერესებს, როცა 1 წლამდე მუხლია და ჯარიმასაც ითვალისწინებს და რატომ ჩათვალა სასამართლომ გირაოს გადახდის პირობებში 8 თვიანი პატიმრობა არის ის, რაც ასეთი დანაშაულის შემთხვევაში აუცილებელია გამოიყენო ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ.

პროცესზე ჩვენ არ მოგვეცა მოწმეების დაკითხვის საშუალება, რამაც საბოლო ჯამში მიგვიყვანა მა განაჩენამდე. ეს ერთობლიობა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივროთ“,- განაცხადა კორძაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს