დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებაზე - ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ

თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შემდეგ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ოფისთან განაცხადა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად დაკავებულების მხარდასაჭერად მივიდა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში რუსული რეჟიმი ვერ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია პროტესტის გამოხატვა.

“ჩვენ ერთი და მთავარი იარაღი გვაქვს ხელში, ეს არის სიმართლე, რომელიც არის ჩვენს მხარეს. იმ ადამიანებს არ აქვთ აღარც სიმართლე, აღარც ძალა და ეს არის თავის საკუთარ შიშებთან და კომპლექსებთან ბრძოლა.

თითოეული დაკავებულის უკან დგას ბევრი ადამიანი და დგას მტკიცე ნება იმის, რომ არ შევურიგდეთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აშკარა და ღია სვლა რუსული მოდელის ჩამოყალიბებისკენ. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ისე ხორციელდება, როგორც უკვე აპრობირებულია რამდენიმე ქვეყანაში და ამის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები.

სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, ერთმანეთში ვილაპარაკოთ, სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, რომ პროტესტი გამოვთქვათ, ეს რეჟიმი ვერ ჩამოყალიბდება, ამიტომაც, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ეს შეგვიძლია”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს