სერგეი რიაბკოვი - ირანი თავდაცვის ფარგლებში მოქმედებს, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია

რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, სთხოვა თუ არა ირანმა რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევა, რიაბკოვმა უპასუხა, რომ ორ ქვეყანას შორის „კონტაქტების შინაარსის გასაჯაროება რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა“.

„ჩვენ ირანთან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირანთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია. ამჟამინდელ ვითარებაში ირანი თავდაცვის ფარგლებში მოქმედებს და ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, დღეს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოსკოვში წერილი გაატანა, რომლითაც ვლადიმერ პუტინს დახმარება სთხოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს