ნატალი ლუაზო - მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია ოპონენტებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებს - ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა

მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ოპონენტებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

„მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ერთ ოპონენტს მეორის მიყოლებით აპატიმრებს. ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა. „ქართული ოცნება“ მხოლოდ კოშმარია და სხვა არაფერი“, - წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა