კაია კალასი - დემონსტრანტების წინააღმდეგ სასჯელები უკიდურესად მკაცრია - იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ მოსამართლეებისთვის, რომლებიც რეპრესიულ ღონისძიებებს ახორციელებენ, საკითხს ივლისში დავუბრუნდებით

ჩვენი მიზანია ის კონკრეტული ადამიანები დავსაჯოთ, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებასთან და შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვას.

მისი თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელები უკიდურესად მკაცრია და არც კი იცის, „რა არის შესაფერისი სიტყვა“. კალასის განცხადებით, სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, შესაბამისად, განიხილეს სანქციების დაწესების საკითხი იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

კალასმა განაცხადა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ამჟამად შეთანხმებას ვერ მიაღიწეს, თუმცა საკითხს ივლისში დაუბრუნდებიან.

„დღეს ეს საკითხიც განვიხილეთ. ვგულისხმობ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ქმედებებს სჩადის და ასევე, თუ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილ სასჯელებს დავაკვირდებით ცხადია, რომ ისინი უკიდურესად მკაცრია, არც კი ვიცი რა არის შესაფერისი სიტყვა, მაგრამ ისინი ამ ქმედებების პროპორციული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, ამიტომ ასევე იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ამ ღონისძიებებს ახორციელებენ. ასე რომ, ჩვენ დღეს განვიხილეთ ეს საკითხი და ამას ივლისში დავუბრუნდებით. ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ შესაძლოა მომავალში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის ან საქართველოს დასჯა. ჩვენი მიზანია ის ადამიანები დავსაჯოთ, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ“, - განაცხადა კაია კალასმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს