დონალდ ტრამპი - სწორად მომესმა რა უბრალოდ მოიხსენია მედვედევმა სიტყვა „ბირთვული“ და თქვა, რომ სხვა ქვეყნები ირანს ბირთვულ ქობინებს მიაწვდიდნენ? - საუკეთესო აღჭურვილობა, რომელიც 20 წლით უსწრებს სხვებს, მათ შორის ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავებია

სწორად მომესმა როგორ უბრალოდ მოიხსენია რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა „N“ [Nuclear!-ბირთვული!] და თქვა, რომ სხვა ქვეყნები ირანს ბირთვულ ქობინებს მიაწვდიდნენ?, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თანახმადაც „რიგი ქვეყნები მზად არიან ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი“.

„სწორად მომესმა როგორ უბრალოდ მოიხსენია რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა „N სიტყვა“ [Nuclear!-ბირთვული!] და თქვა, რომ სხვა ქვეყნები ირანს ბირთვულ ქობინებს მიაწვდიდნენ? მართლა თქვა ეს თუ ჩემი წარმოსახვის ნაწილია? თუ მან ეს მართლაც თქვა და თუ ეს დადასტურდა, გთხოვთ, ახლავე შემატყობინოთ. „N სიტყვას“ ასე დაუდევრად არ უნდა მოვეკიდოთ. ალბათ, სწორედ ამიტომ არის „ბოსი“ პუტინი“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ „შაბათ-კვირას გამოყენებული „შეიარაღება“ შესანიშნავი იყო“.

„სხვათა შორის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი „ტექნიკა“ შაბათ-კვირას შესანიშნავი იყო, ყველაზე ძლიერი და საუკეთესო აღჭურვილობა, რომელიც 20 წლით უსწრებს სხვებს, მათ შორის ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავებია. ეს არის ყველაზე მძლავრი და ლეტალური იარაღი, რაც კი ოდესმე შექმნილა და ახლახან გაუშვეს 30 „ტომაჰავკი“ - მიზანს 30-ვე ზუსტად მოხვდა. ასე რომ, ჩვენი გამანადგურებლების შესანიშნავი პილოტების გარდა, მადლობა კაპიტანსა და ეკიპაჟს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანებულა.

„რას მიაღწიეს ამერიკელებმა ირანში სამ წერტილზე ღამის დარტყმებით? ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო, ან საერთოდ არ დაზიანებულა. ბირთვული მასალის გამდიდრება და, ახლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება, გაგრძელდება. რიგი ქვეყნები მზად არიან ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი. ისრაელი თავდასხმის ქვეშაა, აფეთქებების ხმები ისმის, ხალხი პანიკაშია. შეერთებული შტატები ახალ კონფლიქტშია ჩათრეული სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივით“, - დაწერა მედვედევმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე