გიორგი შარაშიძე - გიორგი გახარია დაბრუნდება საქართველოში - სამართლებრივად არანაირი უფლება არ აქვთ, რომ მოითხოვონ მისი ფიზიკურად მისვლა კომისიაზე

დაბრუნდება, რა თქმა უნდა - ბატონი გახარიას საქართველოში არ ყოფნა საერთოდ არ უკავშირდება კომისიაზე დაბარება არ დაბარებას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ „ჯერჯერობით ველოდებით კომისიის მხრიდან მისი უფლების დადასტურებას, რომ მას შეუძლია ჩაერთოს დისტანციურად“.

„ქვეყანაში დაბრუნდება იმიტომ, რომ მისი წასვლა არ არის დაკავშირებული ამ კომისიასთან საერთოდ. მისი წასვლა იყო დაგეგმილი ვიზიტი, ეს იყო წინასწარ შეთანხმებული ვიზიტი და მისი დაკავშირება არ იქნება სამართლიანი ამ კომისიაზე გამოცხადებასთან“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძის განმარტებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ აქვთ უფლება, რომ გიორგი გახარიას კომისიაზე მისვლა მოითხოვონ.

„სამართლებრივად არანაირი უფლება, რომ მოითხოვო მისი[გახარია] ფიზიკურად მისვლა კომისიაზე მათ არ აქვთ. სამართლებრივად ბატონი გახარიას სტატუსი არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა პირის სტატუსისგან, რომელთა გამოკითხვაც უკვე შედგა, მათ შორის დისტანციური მეთოდით. როდესაც ბატონმა გახარიამ ჩაიბარა კომისიაზე მოწვევა წერილობით, მაშინ მას, რა თქმა უნდა, არც უფიქრია, რომ მისი დაგეგმილი ვიზიტი რამენაირად ხელს შეუშლიდა გამოკითხვას, რადგან უკვე იყო ასეთი შეთავაზება კომისიის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს. თავის მხრივ, გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილი შს მინისტრი მზად არის „სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებულ კითხვებს 2 ივლისსაც დისტანციურად უპასუხოს“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია