ჰადას მეიცადი - ამერიკული თავდასხმა, რაც ორი დღის წინ განხორციელდა, იყო მნიშვნელოვანი, ვიცით, რომ დიდი ზიანი მიაყენა ირანს - ირანი იყო იმ ზღვარზე, რომ შეექმნა ბირთვული იარაღი

ოპერაცია, რომელსაც ახლა ისრაელი ახორციელებს, დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და ჩვენ უნდა მოვახერხოთ მასთან გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ ”პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, ამერიკული მხარის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამან დიდი ზიანი მიაყენა ირანს.

“ირანის მიერ მოტანილი ზიანი ბევრი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ზიანი და ის ამერიკული თავდასხმაც ასევე იყო მნიშვნელოვანი, რაც ორი დღის წინ განხორციელდა. მათ ჰქონდათ ზუსტი დამიზნება ამ ობიექტებზე და ვიცით, რომ მან დიდი ზიანი მიაყენა ირანს.

რაც ვიცით, არის ის, რომ ირანი მუდმივად არღვევს თავის მოვალეობას, რომ არ გაამდიდროს ურანი და არ შექმნას ბირთვული იარაღი. გამდიდრებული ურანის გადამალვის ფაქტიც ბევრს საუბრობს მათზე”, - აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, რომ არა ისრაელის მიერ ირანზე სარაკეტო იერიშის განხორციელება, რამდენ ხანში ექნებოდა ირანს ბირთვული იარაღი, ჰადას მეიცადიმ განმარტა, რომ ირანს აქვს საკმაოდ დიდი არსენალი ბირთვული იარაღის შესაქმნელად და ისრაელს ჰქონდა საფუძველი ეფიქრა, რომ მერე უკვე გვიანი იქნებოდა.

“სხვადასხვა შეფასება არსებობს, თუმცა, ისინი იყვნენ იმ ზღვარზე, რომ შეექმნათ ის და იყო შანსი, რომ ეს გაეკეთებინათ. ირანს სჭირდებოდა, რომ ჰქონოდა ატომური ენერგია და მას აქვს საკმაოდ დიდი არსენალი, რომ შექმნას ის.

რაც შეეხება ამ ინდუსტრიებს ბალისტიკური იარაღის სფეროში, 4 ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ჩვენ ვიცით, რომ ირანმა 60%-ით გაამდიდრა ის. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა და ეს არის სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის, ევროკავშირის ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაცია.

ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან საშიში ნაბიჯი, რომლამდეც ისინი მივიდნენ და ეს ყველაფერი ერთად გვაძლევდა იმის საშუალებას, გვეფიქრა, რომ მერე გვიანი იქნებოდა. ეს იქნებოდა სტაბილურობის დანაკლისი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან, არამედ მთლიან ახლო აღმოსავლეთში”, - განაცხადა ელჩმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო