სასამართლოში რიგ პოზიციებზე განწესებულ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები იზრდება

სასამართლოში რიგ პოზიციებზე განწესებულ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები იზრდება.

ამ მიმართულებით ცვლილებები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შედის.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, იზრდება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრთა უფლებამოსილების ვადა 2 წლიდან 3 წლამდე; უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა - 3 წლიდან 5 წლამდე; უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 3 წლიდან 5 წლამდე.

იზრდება უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები. კერძოდ, საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 5 წლამდე, ხოლო დანარჩენი პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები - 5 წლიდან 10 წლამდე. ასევე, იზრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, პალატების/კოლეგიის თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები 5 წლიდან 10 წლამდე; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადები 5 წლიდან 10 წლამდე; მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობის (თავმჯდომარის ჩათვლით) უფლებამოსილების ვადა 3 წლიდან 4 წლამდე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება