დონალდ ტრამპი - ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია - ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს აშშ და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.

კერძოდ, დონალდ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის „სრული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ განაცხადა და სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა:

„ვულოცავ ყველას! ისრაელი და ირანი სრულად შეთანხმდნენ, რომ იქნება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა (აქედან დაახლოებით ექვს საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ და დაასრულებენ საბოლოო მისიებს). 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. ოფიციალურად ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგი 12 საათის განმავლობაში ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24-ე საათზე მსოფლიო 12-დღიანი ომის დასასრულს მიესალმება. იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, რაც ასეც მოხდება, მინდა, მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს, გამძლეობის, გამბედაობისა და ინტელექტის გამო, რათა დაესრულებინათ ის, რასაც „12-დღიანი ომი“ უნდა ვუწოდოთ. ეს არის ომი, რომელიც შეიძლებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“, - დაწერა ტრამპმა.

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ისრაელისა და ირანის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე