ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კირ სტარმერმა ერთობლივი სამხედრო წარმოების შესახებ დამატებით შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მნიშვნელობა და სხვა საკითხები განიხილეს.

„მქონდა არსებითი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან. ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანი არის რუსული ტერორის შეჩერება და ის, რომ ვაიძულოთ რუსეთი, მშვიდობა დაამყაროს. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება. ამ სფეროში თანამშრომლობა საშუალებას მისცემს უკრაინას მიიღოს სტაბილური დაფინანსება მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, კერძოდ, დრონებისა და შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოებისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, შეხვედრაზე ერთობლივი სამხედრო წარმოების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

„შეხვედრიდან კარგი შედეგია - დამატებითი გადაწყვეტილება ერთობლივი წარმოების შესახებ. მჯერა, რომ ეს გააძლიერებს ჩვენს ორივე ქვეყანას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება. ზეწოლა უნდა განხორციელდეს ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებზე, ჩრდილოვან ფლოტზე, კომპანიებზე, რომლებიც ამარაგებენ ორმაგი დანიშნულების კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება დრონებისა და რაკეტების წარმოებაში, ასევე ყველა იმ პირზე, ვინც ჩართულია „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის წარმოებაში. ყველაფერი, რაც პუტინს ეხმარება იარაღის წარმოების გაფართოებაში, უნდა დაიბლოკოს“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში გუშინ ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს