მედია - ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ირანის ჩრდილო-დასავლეთით ისრაელის მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია რეგიონულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

სახელმწიფო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, გილანის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა და ოთხი საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

ამასთან, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.

ირანის Press TV იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო იერიშის დასრულების შემდეგ შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, დღეს დილით ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების ექვსი ტალღა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმრავლესობა მოიგერია, თუმცა ერთი მათგანი ბეერ-შებაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის