გენერალური პროკურორების კანდიდატი - საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკა გაგრძელდება

შეუძლებელია სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულება და დანაშაულის პრევენცია ინფორმირებული მოქალაქის გარეშე. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შენარჩუნებაზე ვიზრუნებ, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გვარაკიძის თქმით, გაგრძელდება მნიშვნელოვან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე დროული ინფორმირების პოლიტიკა.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების მარტივი შესაძლებლობა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ოფიციალური გვერდების საშუალებით, როგორიცაა: ინფორმაცია განმცხადებლის, მოწმის, დაზარალებულის უფლებების და პროკურატურასთან ურთიერთობისას შესაძლო სამართლებრივი მოლოდინების თაობაზე; სწრაფი მართლმსაჯულება; პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება; სავალდებულო დაცვა; სასჯელის შემსუბუქების საკანონმდებლო შესაძლებლობები; პროკურორის ფუნქციები და უფლებამოსილების ფარგლები; ქვემდებარეობა; გამოძიების დაწყების საფუძვლები; ყადაღა და მისი გამოყენების საფუძვლები.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს