გენერალური პროკურორობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე ისაუბრა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

„სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, ფულის გათეთრების, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს შორის გამოვყოფდი: სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, გამომძიებელთა თემატურ გადამზადებას, დანაშაულებრივი ქონების მოძიების და ამოღების მექანიზმების გააქტიურებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას”, - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.

გიორგი გვარაკიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების პროკურატურისთვის გადაცემის მიმდინარე რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ფორმატით დანაშაულზე რეაგირება ბევრად უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის გამოძიებას, ხოლო პროკურატურას მისცემს შესაძლებლობას მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით დაიკმაყოფილოს კადრების ოპტიმიზაციის საჭიროება.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, შიდა სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულის გამოვლენისა და ინფორმაციის სწრაფი გაცვლის პრაქტიკის დანერგვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მაკონტროლებელ და სარევიზიო დანაყოფებთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საექსპერტო დაწესებულებებთან.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს