აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი გახდეს რეგიონული ჰაბი კავკასიაში და საქართველოში ჩამოყალიბდეს, როგორც ინოვაციური, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო განათლების ცენტრი.

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი უერთდება ASU-Cintana-ს ალიანსს, რათა გარდაქმნას უმაღლესი განათლება საქართველოში და მოამზადოს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტები საერთაშორისო კარიერისთვის.

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASU) ათი წელია აშშ-ის ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად სახელდება U.S. News & World Report-ის მიერ (2016-2025 წწ.). აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა ექნებათ ASU-ს სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებზე, მსოფლიოში წამყვანი პროფესორების გამოცდილების გაზიარებაზე, გლობალურ მასტერკლასებზე, საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობაზე და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე.

ASU-სთან პარტნიორობით შემუშავებული გაფართოებული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ASU-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის დიპლომები, გადააწყონ საკუთარი აკადემიური გზა საჭიროებების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ამბიციური ზრდა განპირობებული იქნება როგორც მედიცინის პროგრამის გაძლიერებით, ისე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 22 ახალი აკადემიური პროგრამის შექმნის გზით.

ახალი პროგრამები მოიცავს ჯანმრთელობის მეცნიერებებს, ბიზნესს, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სოციალურ მეცნიერებებს — იმ დარგებს, სადაც მაღალი ხარისხის განათლებაზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად რეგიონში. ინიციატივა ხორციელდება უმაღლესი განათლებისთვის გარდამტეხ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა საქართველოში წლიურად დაახლოებით 24%-ით იზრდება.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო