გიორგი გვარაკიძე - საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე”, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკა, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირების და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, დანაშაულში თანამონაწილეთა იდენტიფიცირების, სამართალწარმოების დაჩქარებისა და ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საპროცესო შეთანხმების გზით სამართლებრივი შეღავათების გავრცელების პრაქტიკა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს