გიორგი გვარაკიძე - ორგანიზებული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის გატარების მხარდამჭერი ვარ

ორგანიზებული დანაშაულის გავლენა ხშირად სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს, რთულია დანაშაულებრივ ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის გამოვლენა, საჭიროებს ურთიერთთანამშრომლობისა და ოპერატიული შესაძლებლობების მაქსიმალურ კონსოლიდაციას. პრევენციული და შედეგიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად ორგანიზებული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის გატარების მხარდამჭერი ვარ, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, მსგავს დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმების გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობების არსებობისას მიაჩნია მისაღებად, ისიც უპირატესად საპატიმრო სასჯელზე გარიგებით.

„მნიშვნელოვანია ქმედითად გამოვიყენოთ უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და პოზიტიური გამოცდილების გასაზიარებლად“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს