გიორგი გვარაკიძე - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და მართლმსაჯულების აღსრულება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელების მზარდი ხასიათიდან და დაზარალებულისთვის მიყენებული მორალური ზიანის სიმძიმიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დახვეწა და მართლმსაჯულების აღსრულება ჩემი სტრატეგიული პრიორიტეტი იქნება, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელების ფაქტებზე გამოძიების წარმოების პასუხისმგებლობაც პროკურატურის ქვემდებარე ხდება.

„საგამოძიებო მიმართულების სტრუქტურულ რეფორმაში, მოვიაზრებ ამ დანაშაულზე მომუშავე თემატური დანაყოფის არსებობასაც, რომლის შემადგენლობა ექსკლუზიურად მხოლოდ ამ დანაშაულის გახსნაზე იმუშავებს“, - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის საქმეზე დაჩქარდეს პროკურორის მხრიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა და მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის ტვირთის შემსუბუქება, „ამ მიზნით, უნდა გაძლიერდეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა სამართალწარმოების პროცესში“.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დასაცავად, პროკურატურის ღია საკომუნიკაციო არხებზე, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის გასაგებ ენაზე, განსათავსებელია ინფორმაცია ამ დანაშაულის მზარდი ხასიათის, საფრთხეების, უფლების დარღვევის გავრცელებული მეთოდების და თავის დაცვის საშუალებების შესახებ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის