თაზო დათუნაშვილი - საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის - 21-ე საუკუნის წითელ ტერორს ვადევნებთ თვალს

საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის. ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელმაც ყველა პოლიტიკური ოპონენტი ჩასვა ციხეში. ეს არის გაცხადებული შიშის ქრონიკები,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განუცხადა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის არ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, 21-ე საუკუნის „წითელ ტერორს“ ვადევნებთ თვალს.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის. ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელმაც ყველა პოლიტიკური ოპონენტი ჩასვა ციხეში. ეს არის გაცხადებული შიშის ქრონიკები. ჩვენ ვიცით, რომ ტარგეტირებული მტრები ვართ, არ ვართ პოლიტიკური ოპონენტები. როგორც მტრებს ისე გვიყურებს ივანიშვილი და გვექცევა. ეს რეპრესიები, ლიდერების დაჭერა, ყველა კანონი, რითაც საზოგადოებას ზღუდავენ, თავდასხმები, ამ ყველაფრის მიზანია საზოგადოების დაშინება. უნდათ ერთის დაჭერის და რეპრესიის მაგალითზე ათი და ასი დააშინონ, 21-ე საუკუნის წითელ ტერორს ვადევნებთ თვალს“,-აღნიშნა დათუნაშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს