ისრაელის თავდაცვის ძალები - ირანთან ომში ყველა ამოცანა სრულად შევასრულეთ, თავდაცვის ძალები მაღალი დონის მზადყოფნის რეჟიმში რჩება

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სრულად შეასრულა ყველა ის ამოცანა, რომელიც ირანთან ომის დაწყებამდე ჰქონდა დასახული, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მაღალი დონის მზადყოფნის რეჟიმში რჩება.

„შტაბის უფროსმა ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, რომ მაღალი დონის მზადყოფნის რეჟიმში დარჩნენ და ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევისთვის ძლიერი რეაგირებისთვის მოემზადონ“, - აღნიშნა ეფი დეფრინმა.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს