ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - მოლაპარაკებების მაგიდა წინსვლის ერთადერთი რეალური გზაა

ევროპა მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას [ისრაელსა და ირანს შორის] ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაძაბულ რეგიონში სტაბილურობის აღდგენისკენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაინი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს ჩვენი კოლექტიური პრიორიტეტი უნდა იყოს. მოვუწოდებთ ირანს, სერიოზულად ჩაერთოს სანდო დიპლომატიურ პროცესში, რადგან მოლაპარაკებების მაგიდა წინსვლის ერთადერთ რეალურ გზად რჩება“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს