გიორგი ვაშაძე - სამართალდამცავებს დაველოდები აქ, ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან ერთად და შემდგომ უკვე გადავინაცვლებ რუსთავის დაწესებულებაში, სხვა ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად

სამართალდამცავებს დაველოდები აქ, ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან ერთად და შემდგომ უკვე გადავინაცვლებ რუსთავის დაწესებულებაში, სხვა ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც მან განაცხადა, მმართველი გუნდი აუცილებლად დამარცხდება.

„მე აქ დაველოდები. დილიდან მობილიზებული ჰყავდათ საპოლიციო ძალები და ნათელი იყო, წინასწარ იცოდნენ ყველა გადაწყვეტილება. დაველოდები აქ ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან ერთად და შემდგომ უკვე გადავინაცვლებ რუსთავის დაწესებულებაში, სხვა ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად. ალბათ ისინიც მიყურებენ ეთერში. მოკითხვა აქედან ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს, ყველა იმ ქართველს, ვაჟკაცსა და ქალბატონს, რომელიც იბრძვის ბოლომდე. იცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, მხოლოდ გამარჯვებისკენ! მშიშარა ივანიშვილი თავისი კობახიძეებით აუცილებლად ძალიან მალე დამარცხდება. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ქართველ ხალხს გატეხს. შენ ვერასდროს ამას ვერ მოესწრები! იცოდე, რომ შენ მოგიწევს ამ ქვეყნიდან წასვლა! შენი ადგილი ამ ქვეყანაში არაა! იმიტომ, რომ შენ და შენი გუნდი ხართ მოღალატეები, რომელთაც უნდათ, რომ საქართველო იზოლაციაში მოაქციონ!“- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის