კახა კალაძე - პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როცა კანონს არღვევ - ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას და თუ მას ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც კანონს არღვევ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას და კონსტიტუციას. თუ ამას ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ადამიანები რას აღიარებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ასეა ჩემი თანაგუნდელებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს.

„რაც შეეხება დაკავებულებს, მგონი, ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ კომისიაზე. პოლიტიკოსის, ან ნებისმიერი სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად. როდესაც საუბარია პოლიტიკოსებზე, ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე. კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს!

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, ხელისუფლება და ყველა ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც კანონს არღვევ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას და კონსტიტუციას. თუ ამას ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ადამიანები რას აღიარებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ასეა ჩემი თანაგუნდელებისთვის.

ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რას აღიარებს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით რომ იმართებიან გარედან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რას აღიარებენ და რას ფიქრობენ ისინი“,- აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი