გენერალური პროკურორი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე - მათ დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც არასამართლიანია  - ყველას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება დაწყებული, ვინც დანაშაულს ჩაიდენს

[ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა] დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია - კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია მისი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შეხედულების მიუხედავად, - ამის შესახებ ახალარჩეულმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და გადაწყვეტილებებს კანონთან შესაბამისობაში იღებს“.

„რაც შეეხება პირებს, რომელიც თქვენ ახსენებთ - ამ ადამიანებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ არასამართლიანია, ზოგადად, იმიტომ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია მისი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შეხედულების მიუხედავად. შესაბამისად, ყველა ადამიანის მიმართ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის შეფარდების შესახებ,“ - განაცხადა გვარაკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს