გიორგი გვარაკიძე - რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება, რა თქმა უნდა, ისევ გრძელდება - ისევე როგორც ნარკოპოლიტიკის მიმართ, კორუფციული დანაშაულის მიმართაც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები

რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება, რა თქმა უნდა, ისევ გრძელდება, - ამის შესახებ ახლად არჩეულმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება, რა თქმა უნდა, ისევ გრძელდება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული აქვს. ესეც მნიშვნელოვანი საქმეა ჩვენი სამსახურისთვის და ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს.

ისევე როგორც ნარკოპოლიტიკის მიმართ, კორუფციული დანაშაულის მიმართაც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და გავატარებთ მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას. რაც შეეხება გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა რიცხვი, დაველოდოთ ამ შემთხვევაშიც გამოძიებას და თქვენთვის ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა გვარაკიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რომეო მიქაუტაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება